მოთამაშეთა საერთო ღირებულებით ყველაზე ძვირადღირებული ლიგა დასახელდა.
Sportingpedia-ის ვებსაიტმა შეადგინა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ლიგების რეიტინგი მათში მოთამაშე ყველა ფეხბურთელის საერთო სავარაუდო ღირებულების მიხედვით.
პირველი ადგილი ინგლისის პრემიერლიგამ დაიკავა – EPL-ის ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 11,77 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.
ქვეყნების მიხედვით ყველაზე ძვირადღირებული ლიგის ტოპ 10 ასე გამოიყურება:
- ინგლისი – 11,77 მილიარდი ევრო;
- ესპანეთი – 5,29 მილიარდი ევრო;
- იტალია – 5,07 მილიარდი ევრო;
- გერმანია – 4,48 მილიარდი ევრო;
- საფრანგეთი – 3,52 მილიარდი ევრო;
- ბრაზილია – 1,63 მილიარდი ევრო;
- პორტუგალია – 1,59 მილიარდი ევრო;
- ნიდერლანდები – 1,28 მილიარდი ევრო;
- აშშ და კანადა (MLS) – 1,24 მილიარდი ევრო;
- თურქეთი – 1,15 მილიარდი ევრო;
საუდის არაბეთი მე-11 ადგილზე აღმოჩნდა 1,02 მილიარდი ევროთი.
GIPHY App Key not set. Please check settings