ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და სტუმრად სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერთან“ დამარცხდა – 0:3.
ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა, 49-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. ალთუნაშვილს არ უთამაშია, სათადარიგო იყო.
კიტეს შეფასება საკუთარ გუნდში მეორეა: Flashscore – 7.0; Sofascore – 7.0.

ვოლფსბერგერი – შტურმი 3:0
გოლები: 1:0 ზუკიჩი (17), 2:0 ზუკიჩი (23), 3:0 შიოპფი (83)
18 ტურის შემდეგ „შტურმი“ 37 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ მას, შესაძლოა, ვენის „აუსტრია“ (34) დაეწიოს, რომელიც დღეს თამაშობს.
„შტურმი“ 23 თებერვალს „ბლაუ ვაისს“ უმასპინძლებს, ხოლო „ვოლფსბერგერი“ 32 ქულით მე-3 ადგილზეა და 22 თებერვალს ინსბრუკში „ტიროლს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings