in

პსჟ-მა მოიგო, ხვიჩამ სრულად ითამაშა, ძირითადად ცენტრში

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა სტუმრად „ტულუზი“ არც თუ სანახაობრივ მატჩში მინიმალურად დაამარცხა – 1:0.

ქართველი შემტევი ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა. ამჯერად ჩვენიანს ე.წ. „ცრუ ცხრიანის“, ცენტრფორვარდის პოზიციაზე მიუჩინა მწვრთნელმა ადგილი, თუმცა მატჩის მიწურულს, დაახლოებით 15 წუთი ფლანგზე გადაიყვანა.

კვარაცხელიას რეალური საგოლე შანსი არ ჰქონია, თუმცა იყო ეპიზოდები, როდესაც კარგ პოზიციაში იმყოფებოდა, მაგრამ პარტნიორებმა ვერ შეამჩნიეს.
პირველ ტაიმში კი მისი პასის შემდეგ ბერალდომ ბურთი ძელს გაარტყა.

შეფასებები: Flashscore – 6.9; Sofascore – 7.1; Whoscored – 6.9.

ტულუზა – პსჟ 0:1
გოლი: ფაბიან რუისი (53)

„პარი სენ-ჟერმენი“ 22 ტურის შემდეგ 56 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
მომდევნო მატჩს 20 თებერვალს ჩაატარებს: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში განმეორებითი შეხვედრა აქვს „ბრესტთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინი საუკეთესო იყო, თუმცა ტენერიფე ფინალში ვერ გავიდა: სამაგიეროდ თბილისში მოდის

დავითაშვილის სენტ-ეტიენი მარსელში განადგურდა