in ,

ბათუმის დინამომ განელი მცველი დაიმატა: ის ქართველებს იცნობს

ბათუმის “დინამომ”, რომელიც თურქულ შეკრებაზე იმყოფება, ახალი ფეხბურთელი წარადგინა. ზღვისპირელების ოფიციალური გვერდის ცნობით, აბრაჰამ ფრიმპონგი გუნდს 9 თებერვალს შეუერთდება.

აბრაჰამი წლების განმავლობაში იტალიის, სერბეთის, უნგრეთისა და საუდის არაბეთის ჩემპიონატში ირჯებოდა. კონტრაქტის დეტალები ამ მომენტისთვის უცნობია.

ფრიმპონგი 1993 წლის 6 აპრილსაა დაბადებული და მისი სიმაღლე 1.85 მეტრია.

იტალიაში ადრეულ წლებში იყო და ერთი სეზონი “ვიჩენცაში” გამოდიოდა. იქიდან “ვოივოდინაში” მივიდა, თუმცა ერთხელაც არ უთამაშია, საიდანაც ორი სერბული კლუბი გამოიცვალა. ჯერ იყო “ნაპრედაკი” (2012-16 წწ – 87 მატჩი), მერე კი თვით “ცრვენა ზვეზდა” (1 სეზონი, 25 მატჩი და 1 გოლიც).
აი იქიდან კი ქართველებთან აღმოჩნდა. 2018-2021 წლებში “ფერენცვაროშში” 39 მატჩი ითამაშა (2 გოლი). ბოლოს კი “ალ აინში” იყო.

გეტყვით, რომ ბათუმელებმა დღეს, 8 თებერვალს, “რუბინის” წინააღმდეგ ითამაშეს – 2:2. ყაზანელების რიგებში ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობდა, რომელიც მეორე ტაიმში მოედანზე არ გამოსულა. “დინამოს” მხრიდან გოლები ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიას ევრო 2032 სურს: ქვეყანა ახალ სტადიონებს ააშენებს და ძველებს გადააკეთებს

შოთა რუნისთან დამარცხდა