“ლევანტეს’ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, “სპორტინგს” შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას Record Portugal-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პორტუგალიის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები მზად არიან ქართველის სანაცვლოდ “ლევანტეს” 4 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაც ესპანური კლუბისთვისაც მისაღები ვარიანტია. გამოცემის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ გარიგება მალე ოფიციალურად გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში “ლევანტეს” მაისურით ლა ლიგა 2-ში 20 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
“სპორტინგი” პორტუგალიის ჩემპიონატში 50 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან “ბენფიკას” 6 ქულით უსწრებს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings