in

ფეხბურთის გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია: რონალდო 40 წლის გახდა – კრიშტიანოს ციტატები

კრიშტიანო რონალდო დაბადების დღეს აღნიშნავს.
ყველა დროის უდიადეს ფეხბურთელს დღეს 40 წელი შეუსრულდა.
კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა „სპორტინგში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, მადრიდის „რეალსა“ და „იუვენტუსში“. ამჟამად კი საუდის არაბეთის „ალ ნასრიშია“.

მას დღემდე 923 გოლი აქვს გატანილი. აქედან 788 გოლი საკლუბო დონეზე, 135 კი პორტუგალიის ნაკრებში.
რონალდო არის ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული, ინგლისის პრემიერლიგის სამგზის გამარჯვებული და ესპანეთისა და იტალიის ორგზის გამარჯვებული. 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
პორტუგალიელმა „ოქროს ბურთი“ ხუთჯერ მოიგო და „ოქროს ბუცი“ ოთხჯერ.

ციტატები, რომლებიც საუბრობენ რონალდოზე…

ცხოვრებაში ადვილი არაფერია. პირიქით რომ ყოფილიყო, ტირილით არ დავიბადებოდით;

ხალხს მოსწონს ჩემი შედარება მესისთან, მაგრამ ეს ჰგავს „პორშეს“ და „ფერარის“ შედარებას. ჩვენ სრულიად განსხვავებული მოთამაშეები ვართ. ჩვენ ვთამაშობთ სხვადასხვა კლუბში და სხვადასხვა ნაკრებში. ჩვენ უბრალოდ ვერ შევადარებთ.

როდესაც შვიდი წლის ვიყავი, მამაჩემს ვუთხარი, რომ მინდოდა მქონოდა სახლი, როგორიც მაიკლ ჯექსონს. შემდეგ მითხრა, რომ ოცნებები ოცნებად რჩება, ეს მდიდარი ადამიანების პრივილეგიაა. გავიზარდე და ახლა ჩემი ოცნება ახდა. სამწუხაროა, რომ მამაჩემი ვერ ხედავს;

ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, ჩემი უდიდესი ვნება და სიამოვნებაა… ყოველდღე გვესმის ადამიანების წუწუნი, რომ არ მოსწონთ სამუშაო და მუშაობენ მხოლოდ ფულის საშოვნელად. ჩემს შემთხვევაში, მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ მომცა საშუალება გავაკეთო ის, რაც მიყვარს;

არაფერი მაქვს იმ ადამიანების საწინააღმდეგო, რომლებსაც ვძულვარ, რადგან ისინი მაძლევენ მოტივაციას. როცა გასვლაზე ვთამაშობთ, ისინი ყოველთვის ჩემს წინააღმდეგ არიან, მაგრამ ეს კარგია. თქვენ უნდა ნახოთ გარკვეული სარგებელი მათგან, ვინც გძულთ. მტერი მჭირდება. ეს ჩემი საქმის ნაწილია;

ხალხს ერთი რამ უნდა ესმოდეს: 18 წლის ასაკში მოვედი საოცნებო კლუბში, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“. ეს ახდენილი ოცნება იყო. მაგრამ იმ მომენტშიც კი ვფიქრობდი ინგლისში რამდენიმე წელი მეთამაშა და შემდეგ ესპანეთში გადასვლაზე. მაშინაც ვფიქრობდი ამაზე;

შენთვის მესი შეიძლება იყოს საუკეთესო, სხვებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ინიესტაა საუკეთესო. ყველას არჩევანს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ადამიანი მე ვარ;

ყველას არ უყვარს ღმერთი, რატომ უნდა ვუყვარდე ყველას მე;

ვიცი, რომ ნებისმიერ ვითარებაში ხალხი ყოველთვის ილაპარაკებს ჩემზე;

ფეხბურთში ბევრი მეგობარი არ მყავს. ბევრნი არ არიან, ვისაც ნამდვილად ვენდობი… უმეტესად მარტო ვარ.

მე არ ვარ ყველაზე მოკრძალებული ადამიანი მსოფლიოში. ვაღიარებ;

მადრიდის „რეალში” ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გაცილებით დიდია, ვიდრე „იუნაიტედში”. ეს კარგია. ბევრ კლუბში არ იცი რა მოჰყვება ცუდად თამაშს;

ჩემი მეგობრები მეკითხებიან, მინდა თუ არა მეტი შვილი და მე ყოველთვის ვპასუხობ: დიახ, მინდა. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში;

განწყობის ასამაღლებლად ბრაზილიურ მუსიკას ვირჩევ. მაგრამ რომანტიული მომენტებისთვის მირჩევნია ფილ კოლინზი, ჯორჯ მაიკლი, ელტონ ჯონი;

მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს ცუდად, როცა ცუდად ვთამაშობ. საბედნიეროდ, ეს იშვიათად ხდება;

არ ვეწევი და არც ვსვამ და არც დიდ ფულს ვხარჯავ. მე ვცხოვრობ სოფელ ჩეშირში და ჩემი მეზობლები არიან ციყვები, ჩიტები და ძროხები;

არასდროს დამიმალავს, რომ ჩემი მიზანია ვიყო საუკეთესო;

პირადი ცხოვრება ფაქტობრივად არ მაქვს. უკვე მიჩვეული ვარ და მზად ვარ ამ ცხოვრებისთვის. დიახ, ზოგჯერ რთულია, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია;

არასდროს არაფერს ვპირდები. დედას არაფერს ვპირდები. ფანებს არაფერს ვპირდები.

მამაჩემი ყოველთვის მასწავლიდა, რომ როცა სხვა ადამიანებს ეხმარები, ღმერთი ორმაგად დაგაჯილდოვებს. და ზუსტად ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. როცა ვეხმარებოდი მათ, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, ღმერთი უფრო მეხმარებოდა;

ვფიქრობ, ზოგჯერ საუკეთესო ვარჯიში დასვენებაა;

მე ვცხოვრობ სიზმარში, საიდანაც არასდროს მინდა გაღვიძება;

სიზმრები არ არის ის, რასაც ძილში ხედავ, სიზმრები არის ის, რაც დაძინების საშუალებას არ გაძლევს.

ახლაც მახსოვს, ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, რომ ფეხბურთი საკვებსაც ვერ მომიტანდა;

ჩვენ უნდა მივიღოთ ცხოვრებიდან მაქსიმუმი, ვისიამოვნოთ, რადგან ის ისეთია, როგორიც არის;

იმ ადამიანებისთვის, ვინც მიყვარს, მხოლოდ ერთი სახე მაქვს, ზოგისთვის კი მხოლოდ ერთს ვერ ვაჩვენებ;

მზად ვარ სიცოცხლე დავთმო, თუ პორტუგალიას მოგება დასჭირდება. ცალი ფეხით რომ ვითამაშო, აშშ-ს წინააღმდეგ მაინც ვითამაშებ;

არასდროს ვიტყვი უარს ავტოგრაფზე, ჩახუტებასა და ფოტოზე. მეც ვიყავი ფეხბურთის ფანი;

ეს მაძლევს ბედნიერების შეგრძნებას. უბრალოდ მიყვარს გოლის გატანა. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება უბრალო გოლი ახლო მანძილიდან, შორიდან დარტყმა თუ დრიბლინგი. უბრალოდ მიყვარს გოლის გატანა;

სახლიდან ყოველი გასვლისას დედას ვატყუებდი, რომ სკოლაში მივდიოდი, მაგრამ გარეთ გავდიოდი ფეხბურთის სათამაშოდ. მუდამ ფეხზე მქონდა ბურთი;

მენატრება მანჩესტერი, განსაკუთრებით ვაშლის კრამბლი (ტრადიციული ბრიტანული დესერტი) და კერინგტონში ვარჯიშის შემდეგ მირთმეული კრემი;

მომწონს შვებულებაში ყოფნა, რადგან შეგიძლია გააკეთო რაც გინდა და ხალხი ვერაფერს გეტყვის;

ფეხბურთს ხელოვნებად აღვიქვამ და ყველა მოთამაშე ხელოვანია. თუ საუკეთესო მხატვარი ხარ, ბოლო, რასაც გააკეთებ, არის სურათის დახატვა, რომელიც უკვე სხვამ დახატა;

რატომ უნდა მოიტყუო? მე არ ვაპირებ თვალთმაქცობას და იმის საპირისპიროს თქმა, რასაც ვფიქრობ, როგორც ამას ზოგი აკეთებს.

ჩემთვის სერ ალექსი მამა იყო ფეხბურთში. მან ჩემს კარიერაში საკვანძო როლი ითამაშა და მოედნის მიღმაც მშვენიერი ადამიანი იყო. ნიჭი საკმარისი არ არის. თქვენ შეიძლება დაიბადოთ ამით, მაგრამ უნდა ისწავლოთ უნარი, რომ გახდეთ საუკეთესო;

ფეხბურთის გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერი ღირს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგლიჩიძე შესაძლოა გალათასარაიში გადავიდეს

ქოჩორა პორტუგალიურ გრანდში: შეიძლება სპორტინგმა ზაფხულში ქართველი წაიყვანოს