in

მთელი გულით ვამბობ, ჩემზე უკეთესი არავინაა: რონალდო ბომბარდირობაზე, ცნობადობაზე, მესიზე…

კრიშტიანო რონალდო თავს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

მე ვარ საუკეთესო ბომბარდირი, ყველაზე სრულყოფილი.

საუკეთესო ხარ ისტორიაში?

მგონი, კი. ჩემზე უკეთესი არავინ მინახავს. ამას გულის სიღრმიდან ვამბობ“, – განაცხადა „ალ ნასრის“ თავდამსხმელმა.

კარიერის განმავლობაში რონალდოს 923 გოლი აქვს გატანილი.

კრიშტიანო ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორია იყო ცნობილი.

„ჩემი ბრალი არ არის, რომ ყველაზე ცნობილი ვარ, ყველაზე მეტი მიმდევარი რომ მყავს. ხალხს უყვარს კრიშტიანო.
რიცხვები, ფეხბურთში და მის ფარგლებს გარეთ, არ იტყუებიან, ამიტომ ტრაბახი არ მჭირდება. მე ვტრაბახობ იმით, რაც სიმართლეა”.

რონალდომ ლიონელ მესისთან მეტოქეობაზე ისაუბრა.

„15 წელი ვიზიარებდით სცენას და ყოველთვის ვუგებდით ერთმანეთს. მახსოვს, ერთხელ ინგლისურად ვთარგმნე მესის სიტყვები, სასაცილო იყო.
ის ყოველთვის კარგად მექცეოდა, ის იცავდა თავის კლუბს და ნაკრებს, მე კი ჩემსას.
გვქონდა ჯანსაღი მეტოქეობა, როგორიცაა სენას და პროსტს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენები ევროპულ გუნდებში გადავიდნენ: ბოსნიაში, სლოვაკეთსა და მალტაზე

ნაპოლის ტოპ 15 გაყიდვა: ხვიჩას პირველ ადგილამდე ნაბიჯი დააკლდა