in

ჩვენები ევროპულ გუნდებში გადავიდნენ: ბოსნიაში, სლოვაკეთსა და მალტაზე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ვასილიოს გორდეზიანი იჯარით „სარაევოში” გადავიდა და სეზონის დასრულების შემდეგ ბოსნიურ კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლება.

“სარაევოში” გორდეზიანი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთან, გიორგი გულიაშვილთან ერთად ითამაშებს.

გორდეზიანი ბერძნული პაოკ-ის აღზრდილია. მას იქ ყველა ასაკობრივ დონეზე უთამაშია. შემდეგ თბილისის “დინამოს” შეუერთდა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

პერსპექტიული მცველი, 19 წლის ალექსანდრე ნარიმანიძე კარიერას სლოვაკეთის პოპულარულ კლუბში, “ჟილინაში” გააგრძელებს. ტრანსფერი დაადასტურა სლოვაკური კლუბის ოფიციალურმა საიტმა.
ნარიმანიძე საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრია, “იბერიას” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ბოლო სეზონში ის ამავე კლუბის მეორე გუნდში თამაშობდა, ძირითად გუნდშიც ითამაშა. ნარიმანიძე “ჟილინაში” სინჯებზე იმყოფებოდა.

„სამგურალის” ყოფილი კაპიტანი თედო კიკაბიძე კარიერას მალტაში გააგრძელებს და „სლიმა უონდერერსის” ღირსებას დაიცავს.

28 წლის მარჯვენა მცველი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კიკაბიძისთვის პირველი პროფესიული კლუბი იტალიური “ოსტიამარე” გახლდათ. ამის მერე იყო ასევე იტალიური “ანციო”. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მან “ზუგდიდის” მაისურა მოირგო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგას სასტარტო და 14 მოხსნა გოლდენ სტეიტთან

მთელი გულით ვამბობ, ჩემზე უკეთესი არავინაა: რონალდო ბომბარდირობაზე, ცნობადობაზე, მესიზე…