in

მსოფლიო აღარ გვინდა, ევროპა გვირჩევნია: დიდმა ბრიტანეთმა და ირლანდიამ ევრო 2028-ზე განაცხადი შეიტანეს

დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უარზე არიან 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიიღონ.

ამის სანაცვლოდ ირლანდიის, ინგლისის, ჩრდ ირლანდიის, უელსისა და შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციებმა 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის განაცხადი შეიტანეს.

მუნდიალის მასპინძლობაზე უარის გადაწყვეტილება ტურნირის ფინანსურ დანახარჯებზე ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის ჩატარების შემდეგ მიიღეს.

ასე რომ, ამ ეტაპზე მსოფლიო 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე მხოლოდ ესპანეთისა და პორტუგალიის ერთობლივი განაცხადია.

ადრე იყო საუბარი, რომ სერბეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ერთად იბრძოლებდნენ, მაგრამ ეს ჯერ არ დასტურდება.

2030 წლის მუნდიალის ჩატარებაზე ბრძოლას ასევე აპირებდნენ არგენტინა, ურუგვაი, ჩილე და პარაგვაი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: 1 მოხსნა ორმაგ დუბლამდე – შერმადინმა 18 წუთში 12 ქულა ჩააგდო

გრიგალაშვილი და შავდათუაშვილი ისევ ლიდერები არიან