in

ლიონმა მიქაუტაძის ფასი დაასახელა, 5 კლუბი ცნობილია… უკვე იანვარში

France Soccer League One

ცნობილი თურქი ინსაიდერი ექრემ ქონური წერს, რომ არ არის გამორიცხული, გიორგი მიქაუტაძემ “ლიონი” იანვარშივე (სატრანსფერო “ფანჯარა” 3 თებერვალს იხურება) დატოვოს.

როგორც ის წერს, ფრანგული კლუბი 24 წლის ქართველ ფორვარდს 30 მილიონ ევროდ აფასებს. “იუვენტუსი”, “რომა”, “სევილია”, “ევერტონი”, “გალათასარაი” – ეს ის 5 კლუბია, ვინც ჟორჟის შეძენის სურვილს გამოთქვამს.

ყოველ შემთხვევაში, “გალათასარაი” ბოლო დრომდე მონდომებული იყო და იქნებ ჯერაც არ აუღია ხელი ტრანსფერის განხორცილებაზე, ცნობილი იყო “რომაზეც”…

მოკლედ, ვნახოთ… შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. მიქაუტაძეს “ლიონში” არ აქვს საკმარისი ნდობა. ის გასულ ზაფხულს 18,5 მილიონ ევროდ იყიდეს “მეცისგან”. მიმდინარე სეზონში მან 27 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის 8 ქულა და ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის ტოპ-16 გამარჯვებით დაიწყო

ხვიჩა ტურის სიმბოლურშია