in

მიქაუტაძე სერია A-ს გრანდში: რომა არჩევანს ორ ფორვარდს შორის გააკეთებს

იტალიური მედია დღეს დილიდან აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ სერია A-ს ბინადარი “რომა” საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერითაა დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციით, “მგლების” ტექნიკური დირექტორი ფლორენტ გისოლფი მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერისთან ერთად ფორვარდს აქტიურად ეძებს და ორ ვარიანტს განიხილავს.

მოსალოდნელია, რომ “სტადიო ოლიმპიკოს” უახლოეს საათებში უზბეკი ელდორ შომუროდივი დატოვებს, რომელიც კარიერას “ვენეციაში” განაგრძობს, კლუბს კი დოვბიკის სრულფასოვანი შემცვლელი, ან უკრაინელთან კონკურენციაში მყოფი ფეხბურთელი აღარ ეყოლება.

Sky Sport წერს, რომ ახლა “ჯალოროსის” ორი ვარიანტი აქვს, ან “უდინეზედან” ლორენცო ლუკას დამატება, რომელიც გუნდისთვის პრიორიტეტულია, ან “ლიონიდან” გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი.

ლუკას სახელს აქტიურად “მილანსაც” უკავშირებენ და ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ “უდინეზესთან” შეთანხმების მიღწევა ადვილი არ იქნება და ტრანსფერი დაახლოებით 20-25 მილიონ ევროდ ფასობს.

როგორც იცით, მიქაუტაძის სახელს “რომას” გასულ ზაფხულსაც უკავშირებდნენ. ახლა giallorossi.net გვამცნობს, რომ “ლიონი” ჩვენებურის დათმობას 30 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

გადაწყვეტილება “მგლების” მმართველებმა უნდა მიიღონ და არაა გამორიცხული, მალე “ლიონს” ქართველთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებითაც მიმართონ.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდრო კალანდაძემ ფეჰერვართან კონტრაქტი გააფორმა

შერმადინის 8 ქულა და ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის ტოპ-16 გამარჯვებით დაიწყო