2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში პორტუგალიასთან შინ მოულოდნელი ფრის შემდეგ (25:25) “ბორჯღალოსნები” რეიტინგში დაქვეითდნენ.
ამ ფრემ საქართველოს ქულები დააკლო და ერთი პოზიციით უკან დაიხია. ლევან მაისაშვილის გუნდს სამოამ გადაასწრო და ახლა მე-13 ადგილზეა.
გეტყვით, რომ პორტუგალიასთან ფრით საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპაზე 20-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. საკუთარ მოედანზე კი, რაგბი ევროის (ერთა თასი) ეგიდით გამართულ მატჩებში ბოლოს 2009 წელს ვერ მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings