“ბაიერნმა” ბოლო პერიოდში წაუგებელი “ლაიპციგი” მიიღო და სტუმრები ალბათ კიდევ ერთხელ არ წააგებდნენ, ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ. ორჯერ გათანაბრების შემდეგ, ლაიპციგელებმა გადამწყვეტი გოლი საკუთარ კარში ჩაჭრეს და “ბაიერნს” ამით მოაგებინეს.
მიუნხენელებს მერე ერთხელაც გაუმართლათ, როდესაც დორტმუნდის “ბორუსია” შინ განადგურდა “ბაიერთან” (ზედიზედ მესამე მოგება) და მდევართან სხვაობა გაიზარდა.
“უნიონს”, რომელაც კარგა ხანია წაგება არ ჰქონია, ახლა დამარცხდა, მაგრამ მე-4 ადგილი შეინარჩუნა, რადგან “ფრაიბურგმაც” წააგო. ფრაიბურგელებმა დათმეს იმ “კიოლნთან”, რომელიც მათ და ოთხეულს ასევე მიუახლოვდა – 1 და 2 ქულაში.
რაღაც ვერ არის საქმე “ჰოფენჰაიმში”. ოთხეულის გუნდი ზედიზედ სამი მატჩია აგებს და მიუხედავად მე-8 ადგილისა, ოთხეულს ჯერ არ დაშორებულა (3 ქულა).
ძალიამ მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ვოლფსბურგში, სადაც აქამდე კატასტროფული შედეგის მქონე “მგლები” ბოლო პერიოდში მშვენივრად მოთამაშე “ფიურტს” ეთამაშნენ. გასავარდნ ზონაში მოტრიალე გუნდების შეხვედრაში მასპინძლებმა უფრო ივარგეს, მათ მეორე ტაიმში შეიტანეს გარდატეხა და უმნიშვნელოვანესი ქულები მიიმატეს.
“ვოლფსბურგმა” ბუნდესლიგაში მე-200 მატჩი მოიგო.
ლევერკუზენის “ბაიერს” ამ სეზონში პირველ 15 წუთში 13 გოლი აქვს გატანილი.
ლევერკუზენელებს 54 გოლი აქვთ გატანილი, რაც უკვე უფრო მეტია, ვიდრე მთელ გასულ სეზონში.
„ბაიერნს“ ბოლო 11 მატჩში 10 მოგება აქვს.
“ბაიერნმა” ბუნდესლიგაში ზედიზედ 68-ე მატჩში გაიტანა მინიმუმ 1 გოლი, რაც ახალი რეკორდია.
„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი გერმანიის ჩემპიონატში მოგებებით „ბაიერნისვე“ ყოფილ მეკარე ოლივერ კანს გაუთანაბრდა – 310 მოგება.
ლევანდოვსკის „ბაიერნში“ ამ სეზონში 29 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი.
ნაგელსმანი: „გადავწყვიტე მაქსიმალურად შემტევი შემადგენლობა გამომეყვანა“.
ტედესკოს „ლაიპციგმა“ პირველად წააგო ბოლო 5 მატჩში. „ბაიერნამდე“ 4 მოგება იყო სერთო ანგარიშით 10:1.
ბუნდესლიგა – XXI ტური
ჰერტა – ბოხუმი 1:1
შტუტგარტი – აინტრახტი 2:3
მაინცი – ჰოფენჰაიმი 2:0
კიოლნი – ფრაიბურგი 1:0
აუგსბურგი – უნიონი 2:0
არმინია – გლადბახი 1:1
ბაიერნი – ლაიპციგი 3:2
დორტმუნდი – ლევერკუზენი 2:5
ვოლფსბურგი – ფიურტი 4:1
GIPHY App Key not set. Please check settings