in

საქართველოსთან სენსაციური შედეგის დაფიქსირება შეგვიძლია

6 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2022 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” გათამაშებას იწყებს. “ბორჯღალოსნები” კვირას, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პორტუგალიას დაუპირისპირდებიან და მის მეჩვიდმეტედ დამარცხებას შეეცდებიან.

მატჩამდე პორტუგალიელთა ბანაკში საკმაოდ იმედიანი განწყობაა და “რაგბი ევროპის” ოფიციალურ გვერდთან პოორტუგალიელი მორაგბე ამბობს, რომ საქართველოსთან სენსაციის მოხდენა შეუძლიათ.

“კარგი იქნება, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლად რეპეშაჟის გარეშე შევძლებთ და ამისთვის საქართველოს შემდეგ, ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილის დაკავება გვმართავს. პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთხელ 2007 წელს ითამაშა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალი წლისთვის ამ დიდ ტურნირზე დავბრუნდეთ.

საქართველოს ნაკრებთან თამაში ძალიან რთული იქნება. იმათ მოედანზე ტურნირის ყველაზე ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ შარშანდელის შემდეგ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ვფიქრონ, თუ ჩვენს შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ, შეგვიძლია ამ თამაშში სენსაციური შედეგი დავაფიქსიროთ”, – თქვა პორტუგალიის ნაკრების მორაგბე რაფაელე სტორტიმ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული რაგბის მემატიანე გარდაიცვალა

რობოტი არბიტრი: მსოფლიოზე ახალი ტექნოლოგია იქნება