in

TV და ფეხბურთი: სად რამდენი ფულია ტელეუფლებებიდან

ევროპული ქვეყნების ჩემპიონატებში სატელევიზიო უფლებებიდან კლუბების შემოსავლების კუთხით უეფამ ანგარიში წარადგინა.

ტელეტრანსლაციიდან მიღებული ფულის მხრივ შედეგები ასეთი გამოვიდა: დანია (2.6 მლნ), პოლონეთი (2.9 მლნ), ნიდერლანდები (4.2 მლნ), ბელგია (4.7 მლნ), პორტუგალია (9.2 მლნ), თურქეთი (12.2 მლნ), საფრანგეთი (22.1 მლნ), იტალია (43.9 მლნ), გერმანია (65.6 მლნ), ესპანეთი (69.7 მლნ) და ინგლისი (110 მლნ-ზე მეტი).

გარდა ამისა, უეფამ 28 ჩემპიონატში კლუბებს შორის არაბალანსირებული შემოსავლების განაწილებაც განიხილა.

საშუალოდ შემოსავლებით ლიგის ლიდერი შუალედურ კლუბს 2.8-ჯერ აღემატება. დიდი ფინანსური ზღვარი არსებობს ესპანეთში (2.9), ნიდერლანდებში (3), კვიპროსზე (3.3.), საბერძნეთსა (4) და პორტუგალიაში (9.2). პორტუგალიური კლუბები თავად არიან დაკავებული ტელეუფლებებით და სწორედ ეს იწვევს ასეთ სერიოზულ სხვაობას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ჩემს შვილებთან ამაყი ჩავდივარ – ავთანდილ ასათიანის ემოციური სიტყვები

რონალდოც აქ არის და მესიც: ფეხბურთის ისტორიის 50 გავლენიანი მოთამაშე