in

ჩვენს წარმოდგენას შეესაბამება, უნივერსალია: ხვიჩა მწვრთნელმა აქო

ხვიჩა კვარაცხელიას ახალ გუნდს პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე საქმეები კარგად ვერ მისდის და პლეი-ოფში გასასავლელად დარჩენილ ორ მატჩში წარმატება სჭირდება. ეს მარტივი არ იქნება, რადგან დღეს მისი მეტოქე ასევე არადალხენილი „სიტია“.

მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ გუნდის ახალწვეულ, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

„ის ფეხბურთელია, რომელმაც „ნაპოლისა“ და ნაკრებში მაღალი კლასი წარმოაჩინა. ჩვენს სათამაშო მოდელში მარტივად მოახერხებს ადაპტირებას. ერთი ერთზე თამაშის შესანიშნავი უნარები აქვს, ცენტრში შეწევაც შეუძლია და 9 ნომრის პოზიციაზე თამაშიც. უნივერსალია, დაცვასაც კარგად ეხმარება, რადგან ჩვენ 11 ფეხბურთელით ვუტევთ და ვიცავთ თავს. იდეაში ჩვენს წარმოდგენას შეესაბამება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლისაბონის ღამე: ბარსას საოცარი ქამბექი და ჩხუბი გვირაბში

ვიდეო: ხვიჩას პირველი ვარჯიში პსჟ-ში