in

ლისაბონის ღამე: ბარსას საოცარი ქამბექი და ჩხუბი გვირაბში

„ლივერპულმა“ ზედიზედ 7 მატჩი მოიგო და გახდა პირველი გუნდი, ვინც პლეი-ოფში მონაწილეობა გაინაღდა.
თუმცა მთავარი ამბავი ლისაბონში მოხდა, სადაც ნამდვილი სიგიჟე დატრიალდა: “ბენფიკასა” და “ბარსელონას” მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს შორის გვირაბში მასობრივი ჩხუბი მოხდა.
პოლიციასაც მოუწია ჩარევამ. ვერ გააკავეს გამარჯვების გოლის ავტორი რაფინია, რომელიც ძლივს გაარიდეს. მოგვიანებით მან თქვა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ანალოგიურად უპასუხა.
თამაშის დროსაც ფეხბურთელები ხშირად უხეშობდნენ.
„ბარსელონამ“ კი საოცრად მოტრიალებული თამაშით 1/8 ფინალის საგზური გაინაღდა.

ატალანტა – შტურმი 5:0
გოლები: 1:0 რეტეგი (12), 2:0 პაშალიჩი (58), 3:0 დე კეტელარე (63), 4:0 ლუკმანი (90), 5:0 ბრეშიანინი (90+5)

შარლ დე კეტელერმა (“ატალანტა”) ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა და 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 4 პასი), რაც ბელგიელი ფეხბურთელისთვის ერთ ტურნირში უმაღლესი მაჩვენებელია კევინ დე ბრუინთან ერთად – 8 გოლი 2022/23 წლების სეზონში: 2 გოლი, 6 პასი.

მონაკო – ასტონ ვილა 1:0
გოლი: 1:0 სინგო (8)

სლოვანი – შტუტგარტი 1:3
გოლები: 0:1 ლეველინგი (11), 0:2 ლეველინგი (36), 1:2 მეტსოკო (85), 1:3 რიდერი (87)

ცრვენა ზვეზდა – ეინდჰოვენი 2:3
გოლები: 0:1 დე იონგი (17), 0:2 დე იონგი (23), 0:3 ფლამინგო (43), 1:3 ნდიაიე (71), 2:3 ჯიგა (77)

ბრიუგე – იუვენტუსი 0:0

ეს მატჩი გახდა პირველი საჩემპიონთალიგო დაპირისპირება 2012 წლის 23 ოქტომბრის (“ლილი”-“ბაიერნი”) შემდეგ, რომელშიც მხოლოდ ერთი დარტყმა იყო მიზანში.

ატლეტიკო – ლევერკუზენი 2:1
გოლები: 0:1 ინკაპიე (45+1), 1:1 ალვარესი (52), 2:1 ალვარესი (90)

ლივერპული – ლილი 2:1
გოლები: 1:0 სალაჰი (34), 1:1 დევიდი (62), 2:1 ელიოტი (67)

ვირხილ ვან დაიკმა და ალისონ ბეკერმა “ლივერპულის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე 50-50 მატჩი ჩაატარეს, რაც მეორე შემთხვევაა კლუბის ისტორიაში. პირველად ასეთი დამთხვევა მოხდა 2008 წლის მარტში, როცა “ინტერთან” დაპირისპირებაში “წითლების” მაისურით 50-ე მატჩი ითამაშეს სტივენ ჯერარდმა და სამი ჰიიპიამ.

“ლივერპულის” მწვრთნელი არნე სლოტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე სპეციალისტია, რომელმაც გუნდთან ერთად სადებიუტო 7 მატჩი მოიგო. პირველად, ეს შეძლო ჰანსი ფლიკმა 2019-2021 წლებში, როცა “ბაიერნში” მუშაობდა.

ბოლონია – დორტმუნდი 2:1
გოლები: 0:1 გირასი (15-პენ), 1:1 დალინგა (71), 2:1 ილინგ-ჯუნიორი (72)

ყველა ტურნირის ჩათვლით, “დორტმუნდმა” ზედიზედ 4 მატჩი წააგო. თუმცა ეს არ არის ანტირეკორდი – 2000 წლის მარტ-აპრილში დორტმუნდელები მიჯრით 6 შეხვედრაში დამარცხდნენ.

“ბოლონიამ” ჩემპიონთა ლიგაში თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. აქამდე, “როსობლუს” ევროპულ ტურნირზე 2002 წლის 7 აგვისტოს ჰქონდა მოგებული – 3:1 “ტეპლიცესთან”, ინტერტოტოს თასის ნახევარფინალში.

ბენფიკა – ბარსელონა 4:5
გოლები: 1:0 პავლიდისი (2), 1:1 ლევანდოვსკი (13-პენ), 2:1 პავლიდისი (22), 3:1 პავლიდისი (30-პენ), 3:2 რაფინია (64), 4:2 არაუხო (68-საკ. კარში), 4:3 ლევანდოვსკი (78-პენ), 4:4 ერიკ გარსია (86), 4:5 რაფინია (90+6)

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, მის ძირითად ეტაპზე, პირველად დაფიქსირდა ანგარიში 5:4. ეს არის მეხუთე ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ტურნირის ისტორიაში. ჯერჯერობით, რეკორდი ეკუთვნის “დორტმუნდი”-“ლეგიას” მატჩს (2016 წლის 22 ნოემბერი), რომელშიც 12 გოლი გავიდა – 8:4.

“ბარსელონა” გახდა მეორე გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩი მოიგო იმის მიუხედავად, რომ 4 გოლი გაუშვა. ამასთან, ეს არის “ბარსელონას” პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელშიც ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ.

ჰანსი ფლიკმა, როგორც “ბაიერნის” ყოფილმა და “ბარსელონას” დღევანდელმა მწვრთნელმა, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების 88% მოიგო და ამ მაჩვენებლით პირველია იმ სპეციალისტებს შორის, ვისაც ამ ტურნირში მინიმუმ 10 მატჩი ჩაუტარებია.

რაფინიას მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი და საგოლე პასი აქვს – 10 (8+2), ხოლო მისი მეორე გოლი “ბენფიკას” კარში იყო ყველაზე გვიანი (95:08) გამარჯვების გოლი 2003/04 წლების სეზონის შემდეგ.

ჩემპიონთა ლიგაში გატანილი პენალტების რაოდენობით რობერტ ლევანდოვსკი გაუთანაბრდა კრიშტიანო რონალდოს – 19-19.

ვანგელის პავლიდისის (“ბენფიკა”) მიერ “ბარსელონას” კარში გატანილი 3 გოლი არის მესამე ყველაზე სწრაფი (30 წუთი) ჰეთ-თრიკი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. 2022 წელს რობერტ ლევანდოვსკიმ 23 წუთი მოანდომა 3 გოლის გატანას, ხოლო 1996 წელს მარკო სიმონემ – 24 წუთი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენები ევროპაში: წააგეს და გავარდნენ – კაშია კაპიტანი იყო

ჩვენს წარმოდგენას შეესაბამება, უნივერსალია: ხვიჩა მწვრთნელმა აქო