ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთ ლიდერს, „ატალანტას“ ესტუმრა, 0:5 დამარცხდა და პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.
ქართველი ნახევარმცველი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+1 წუთამდე ითამაშა.
„სტურმი“ ტურნირზე დასკვნით მატჩს 30 იანვარს, შინ „ლაიპციგთან” ჩაატარებს.
ატალანტა – შტურმი 5:0
გოლები: 1:0 რეტეგი (12), 2:0 პაშალიჩი (58), 3:0 დე კეტელარე (63), 4:0 ლუკმანი (90), 5:0 ბრეშიანინი (90+5)
ბრატისლავის „სლოვანმა“ „შტუტგარტს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლვურით გაიყვანა. კაშიამ 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, საბოლოოდ კი 6.6 შეფასება დაიმსახურა.
სლოვანი – შტუტგარტი 1:3
გოლები: 0:1 ლეველინგი (11), 0:2 ლეველინგი (36), მეტსოკო (85), 1:3 რიდერი (87)
GIPHY App Key not set. Please check settings