საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა. ჩვენი ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და სადებიუტო ტურნირზე ორი შეხვედრაც მოიგო და ევროპის 8 საუკეთესო გუნდშიც მოხვდა.
1/4 ფინალში ავთანდილ ასათიანის გუნდი უძლიერეს რუსეთს ღირსეულად ებრძოლა და ბოლო წამებამდე ჰქონდა მატჩს ინტრიგა, თუმცა 1:3 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა.
“რუსეთთან გამოცდილება დაგვაკლდა. ძალიან რთულია ასეთი დონის ტურნირზე პირველად თამაში. დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია. გუნდში არის რწმენა, რომ ყველას დამარცხება შესაძლებელია და ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან გამის გარეშე ვერ ითამაშებ. მართალია, ჩვენ რუსეთთან დავმარცხდით, მაგრამ ამით ქართულმა ფუტსალმა გაიმარჯვა და ჩვენს ქვეყანაში ფუტსალი შედგა. რამდენიმე წლის წინ, ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ამ სპორტის სხეობაში ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალს ვითამაშებდით, მაგრამ დიდი შრომის შემდეგ ჩვენ ეს შევძელით”, – თქვა ავთანდილ ასათიანმა.
GIPHY App Key not set. Please check settings