in

ბორჯღალოსნებს ლიდერი გამოაკლდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის საწყისი ორი მატჩისთვის გუნდის ლიდერი და საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მორაგბე  დავით ნინიაშვილი ვერ დაეხმარება.

ნინიაშვილმა საფრანგეთის top 14-ის განვლილ ტურში “პოსთან” შეხვედრისას  ფეხის ტრავმა მიიღო და ის მინიმუმ სამ კვირას იუქმებს.

ნინიაშვილის გარდა, “ბორჯღალოსნებს” მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, კვაჭი გიორგი ჭყოიძე და მესამე ხაზელი ლუკა ივანიშვილიც გამოაკლდათ. ბექა საღინაძის ტრავმის შესახებ ადრეც მოგახსენეთ, რომ იგი მოედანს დიდი ხანი ვერ დაუბრუნდება.

საქართველო პორტუგალიის შეხვედრა 6 თებერვალს, თბილისის  დროით, 15:00-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერიქსენის დაბრუნება, ბარსას ცენტები ობამეიანგს და ყოჩაღი ევერტონი – ბოლო სატრანსფერო დღე

მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, სხვა გზა არ გვაქვს – დღეს საღამოს რუსეთია