საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის Top 5 ლიგებში მოთამაშე 21 წლამდელ ფეხბურთელთა მარტის სიმბოლურ გუნდში მოხვდა – ზედიზედ მეორედ. სიმბოლური გუნდი Sofascore-მა შეადგინა.
მამარდაშვილის გარდა, სიმბოლურში: ერიკ გარსია, ბაკაიოკო საკა, ჯეიოდონ სანჩო და სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავები არიან.
გიორგი მამარდაშვილი ამჯერად საქართველოს ნაკრებთან ერთად სარაევოში შეკრებაზე იმყოფება და ნაკრების ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება.
GIPHY App Key not set. Please check settings