in

შენგელიას ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა: ვირტუსმა რთული მატჩი მოიგო

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ “ვირტუს ბოლონიას” შემადგენლობაში მორიგი მატჩი გამართა და ამჯერადაც საკმაოდ კარგი სტატისტიკა ჰქონდა.

იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში “ვირტუსი” “ვენეციას” დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქეს 19 ქულით ჩამორჩებოდა, მაინც გაიმარჯვა – 81:77.

თოკო ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 30 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა.

“ვირტუს ბოლონიას” იტალიის ჩემპიონატში 18 მოგება, 3 მარცხი აქვს და პირველ-მეორე ადგილს “ოლიმპია მილანთან” ერთად იყოფს.

“ვირტუსი” მომდევნო მატჩს 26 მარტს, “რეჯიო ემილიას” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იდიოტი და ბავარიული რეკორდები – XXVII ტური

ბითაძის 12 ქულა და ინდიანას დამაჯერებელი გამარჯვება