საქართველოს ნაკრების გაფართოებულ განაცხადში იძულებითი ცვლილება განხორციელდა.
ნაკრებს ტრავმის გამო ჩეხური “კარვინას” მცველი დავით კობოური გამოაკლდა, რომელმაც გუშინ ჩეხეთის ჩემპიონატის შეხვედრაში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით ცნობილი არაა, მაგრამ ქართველ მცველს დაახლოებით 3 კვირა გაუცდება და იგი სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ვილი სანიოლმა მის ნაცვლად ბათუმის “დინამოს” კაპიტანს მამუკა კობახიძეს უხმო.
საქართველოს ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. “ჯვაროსნები” 25 მარტს ბოსნია-ჰერცოგოვინას დაუპირისპირდებიან, 29-ში ალბანელებს ვეთამაშებით.
საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 21 მარტს იწყებს. ჩვენი გუნდი წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის ქალაქ სარაევოში მოემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო),
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
GIPHY App Key not set. Please check settings