ხვალ, ლა ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში, გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” სტუმრად “ელჩეს” დაუპირისპირდება. ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, ხვალინდელ შეხვედრაშიც ხოსე ბორდალასი ძირითად შემადგენლობაში 21 წლის ქართველ მეკარეს დააყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ იასპერ სილესენი გამოჯანმრთელდა და ვარჯიში განაახლა, მამარდაშვილმა ბოლო მატჩებში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და გასული ტურის საუკეთესო მეკარეც გახდა. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა სპეციალისტი ხვალინდელ მატჩში მეკარის შეცვლას არ აპირებს.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა და 6-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრნელმა ვილი სანიოლმა ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახა.
GIPHY App Key not set. Please check settings