in

შუამავლის სენსაციური აღიარება: ნეაპოლი აღშფოთდა – პსჟ-ს კვარა ზაფხულიდან უნდოდა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლა ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა, რასაც მოლაპარაკებაში პსჟ-ს მხრიდან ჩართული პირი ადასტურებს, – ამის შესახებ გამოცემა Spazionapoli წერს.

„კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლასთან დაკავშირებით სენსაციური აღიარება გააკეთა ტრანსფერში მონაწილე ერთ-ერთმა შუამავალმა, რომლის სიტყვებმაც ნეაპოლელი გულშემატკივრები აღაშფოთა.

ტრანსფერის ერთ-ერთმა მონაწილემ, Select Sports Management-ის წარმომადგენელმა მიჩ ბაქსმა „ინსაგრამზე“ პოსტი გაავრცელა. სურათზე კვარაცხელია გამოსახულია მამუკა ჯუღელისა და მენეჯერ შკუბინ კორმემეტის კომპანიაში, რომელიც თავდამსხმელის ტრანსფერს ახორციელებდა.

„დიდი ტრანსფერის მომზადებას დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ ეს ისევ გავაკეთეთ! ვულოცავ შკუმბინს და მთელ გუნდს, 6-თვიანი მუშაობა შესანიშნავად დასრულდა. მადლობა მამუკას, კვარას ოჯახს და ფეხბურთელს. ეს საფეხბურთო ინდუსტრიაში დღეს უცნაურია, მაგრამ სიტყვის პატრონები და საკუთარი თავის პატივისმცემელები საბედნიეროდ ჯერ კიდევ არიან“, – ვკითხულობთ მიჩ ბაქსის პოსტში.

მოლაპარაკების უშუალო მონაწილის მხრიდან დადასტურდა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ კვარას ხელში ჩაგდების მცდელობა ზაფხულში ჰქონდა, მაგრამ „ნაპოლის“ ოფიციალური წინადადებით მხოლოდ იანვარში მიმართა. ფეხბურთელმა კი „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა“, – წერს იტალიური გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მადლობა ყველა ქართველს, მიყვარხართ: რამდენს მიიღებს მერაბ დვალიშვილი

კაცები ქალთა სპორტში არ იქნებიან: აშშ-ის პრეზიდენტი