ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგის მე-18 ტურში, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკრენტს, „სანკტ პაულის“ უმასპინძლა და ე.წ. ექვსქულიან მატჩში 0:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77 წუთზე შეცვალეს.
ზივზივაძეს პირველ ტაიმში ჰქონდა მომენტი, მაგრამ თავით ბურთი კარს ააცილა.
ბუდუს შეფასებებია: Flashscore – 6.1; Sofascore – 6.3; Whoscored – 6.1.
ჰაიდენჰაიმი – სანკტ-პაული 0:2
გოლები: 0:1 ეგეშტაინი (25, პენ), 0:2 გილავოგი (90+2)
„ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 25 იანვარს სტუმრად „აუგსბურგს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings