26 მარტს, გლაზგოს “რეინჯერსი” დაარსებიდან 150 წლისთავს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით “აიბროქსზე” ლეგენდების მატჩია დაგეგმილი.
ერთმანეთს “რეინჯერსის” ლეგენდებისგან შემდგარი გუნდი და მსოფლიო ვარსკვლავების გუნდები დაუპირისპირდებიან. შეხვედრაში “რეინჯერის” ლეგენდების შემადგენლობაში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძეც მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, შოთი აღნიშნულ მატჩზე თვით ლუიშ ფიგუმ მიიწვია.
არველაძის გარდა, ითამაშებენ ლუიშ ფიგუ, რობერტო კარლოსი, კაკა, მაკსველი, ჟულიო სეზარი, ჯოვანი ვან ბროხორსტი, რონალდ დე ბური და სხვები.
შოთა არველაძე “რეინჯერსის” ღირსებას 2001-2005 წლებში იცავდა.
GIPHY App Key not set. Please check settings