რუსებმა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ყველა ასაკობრივი საფეხბურთო ნაკრებებისა და კლუბების ტურნირებიდან მოკვეთას ითვალისწინებს, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს, მაგრამ უშედეგოდ.
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ არ გაითვალისწინა რუსული მხარის მოთხოვნა და რუსებს ფიფას დაწესებული სანქციები ძალაში დატოვა.
მსოფლიო საარბიტრაჟო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ეს მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებს ეხება და არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატს, რომელსაც ფიფა ატარებს. საქმე ისაა, რომ რუსებმა დეზინფორმაცია გაავრცელეს. კონკრეტულად, მათ ორი საჩივარი შეიტანეს – ერთი უეფას და მეორე ფიფას წინააღმდეგ. ფიფას წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე საარბიტრაჟო სასამართლო ოფიციალურ გადაწყვეტილებას მალე გამოიტანს.
GIPHY App Key not set. Please check settings