in

შერმადინის 11 ქულა: ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშია

საქართველოს ნაკრების ცენტრის და ერთ-ერთი ლიდერის გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშია.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში “ლენოვო ტენერიფემ” ვილნიუსის “რიტასი” 83:64 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 17:15 წუთი გაატარა 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტი +23 იყო.

“ლენოვო ტენერიფეს” ჯგუფში 5 მატჩში 5 გამარჯვება აქვს და 1/4 ფინალის საგზური უკვე განაღდებული აქვს. ჯგუფის ბოლო მატჩს ესპანელები 23 მარტს “სტრასბურგის” წინააღმდეგ გამართავენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი მოჭიდავეები წონის მოწინავეებში

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსების სარჩელი არ დააკმაყოფილა