საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია იტალიური “ვირტუს ბოლონიას” კალათბურთელია და მალე ახალ გუნდში მისი დებიუტიც შედგება.
დღეს, “ვირტუსში” თორნიკე შენგელიას ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც თოკომ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გუნდში მოვხვდი. ისეთი კალათბურთელების გვერდზე მომიწევს თამაში, როგორებიც მარკო ბელინელი, დანიელ ჰეკეტი და მილოშ ტეოდოშიჩი არიან. იტალიის თასის გამარჯვებული გუნდია, რომელსაც დიდი ამბიციები და მიზნები აქვს. წელს გუნდი ჩემპიიონობისთვის იბრძვის, როგორც იტალიაში, ისე ევროქაფზე და შევეცდები გუნდს წარმატებაში დავეხმარო”, – თქვა თორნიკე შენგელიამ.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა უკრაინა-რუსეთის საომარი მოქმედებების გამო დატოვა. იწერება ისიც, რომ ზაფხულში თოკო “ბარსელონას” შეუერთდება.
GIPHY App Key not set. Please check settings