„ვალენსიაში“ ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ, ქართველ გულშემატკივრებს კითხვა გაუჩნდათ, როგორ შეხედავდა ჯენარო გატუზო გიორგი მამარდაშვილს. იტალიელი საკონტროლო შეხვედრებში ძირითადად მაინც ჩვენიანს აყენებს (ერთი გამონაკლისის გარდა) და ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ პირველი მეკარე კვლავ მამარდაშვილი იქნება. ამაზე ადრეც დავწერეთ, ახლა იგივე აზრი ისევ გრძელდება, რასაც ახალი ინფორმაცია ამყარებს, რომლის თანახმად „ვალენსია“ ჰოლანდიელ მეკარე იასპერ სილესენს უშვებს.
საგულისხმოა, რომ გატუზომ სილესენი ინგლისში “ნოტინგემთან” მატჩზე არ წაიყვანა, რაც ხსენებულ ინფორმაციას ამყარებს, თანაც ჰოლანდიელ მეკარეს თანაგუნდელებისთვის უთქვამს, რომ ახალ გუნდს ეძებს. მას აუცილებლად ესაჭიროება სათამაშო პრაქტიკა, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდეს.
ისიც სათქმელია, რომ სილესენი “ვალენსიაში” ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და კლუბსაც აწყობს მისი გაშვება.
football-espana-აც იგივე აზრს მიყვება და წერს, რომ სილესენს აგრძნობინეს, რომ მასზე იმედებს აღარ ამყარებენ.
Superdeporte კი წერს, რომ გიორგი მამარდაშვილი სავარაუდოდ ძირითადი მეკარე იქნება, ხოლო ხაუმე დომენეკი და კრისტიან რივერო სათადარიგოები.
GIPHY App Key not set. Please check settings