გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და მორიგი მშრალი მატჩიც ჩაატარა. ჩვენიანის „ვალენსია“ „ხეტაფეს“ ესტუმრა და 0:0 დაუზავდა.
გიორგის შეხვედრაში რამდენჯერმე მოუწია ჩართვა და ყოველთვის წარმატებით. მან გუნდი გაადარჩინა ბოლოს დენი უნალის დარტმის შემდეგ, მანამდე კი გადაეფარა არამბარის დარტმულს, მეორე ტაიმში აიღო ალენას ჯარიმა, თუმცა ერთ ეპიზოდში შეცდა, რაც მის გუნდს კინაღამ წაგებად დაუჯდა.
71-ე წუთზე მამარდაშვილს მცველმა ბურთი დაუგორა, მეკარემ მოგერიება გადაწყვიტა, მაგრამ მისი დარტყმული მის წინ მყოფ ბორხა მაიორალს მოხვდა და ბურთიც კარში შევარდა. თუმცა მსაჯმა ეპიზოდი გამეორებაზე ნახა და გოლი არ ჩათვალა, რადგან მასპინძელ ფეხბურთელს ბურთი სხეულზე მიბჯენილ ხელზე მოხვდა.
„ვალენსია“ 3 მატჩია არ აგებს, 28 ტურის შემდეგ 37 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. მომდევნო თამაშს ვალენსიელები კვლავ სტუმრად, „ელჩესთან“, 19 მარტს გამართავენ.
GIPHY App Key not set. Please check settings