in

რუმინეთს ტაბლოზე მოვუგეთ, მაგრამ…

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეოთხე ტურის შეხვედრა ბუქარესტში რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა-26:23

მატჩი “ბორჯღალოსნებმა” არცთუ კარგად დაიწყეს და საწყის წუთებში ბევრ შეცდომებსაც ვუშვებდით. რამდენჯერმე რაქში მიყოლა დავაგვიანეთ. სტატიკურ ფაზებში რუმინელებს ვერ ვჯობნიდით და კონტაქტებისას ხან წაქცეულნი ბურთს ხელს არ ვუშვებდით, ხან რაქში გადაყრას ვაგვიანებდით. კვლავ პრობლემად რჩება ჩვენი გუნდის დერეფანი, რომელიც პირველ ნახევარში სამჯერ წავაგეთ, თუმცა ჩვენს ერთ წაგებულ დერეფანს მაინც ჩვენი ლელო მოყვა. არასწორად აგდებული დერეფნის შემდეგ, რუმინელთა ჰავბეკი “ბოქსქიქის” დარტყმას ცდილობდა, რომელზეც ვასილ ლობჟანიძემ დაუფარა, კიდის სიახლოვეს კონცენტრაცია კარგად შეინარჩუნა და ლელოც დაამიწა რუმინელთა ჩათვლის მოედანში. თედო აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს საქართველოს ნაკრები მოედანზე კაცნაკლული იყო. გვიანი ბოჭვისთვის მსაჯს მოედნიდან აკაკი ტაბუცაძე ყავდა გასინბინებული.

გაშვებული ლელოს შემდეგ, რუმინელებმა შემოგვიტიეს და რაქში არასწორი თამაშისთვის ორჯერ დავჯარიმდით, რითაც რუმინელებმა ისარგებლეს და ორი ჯარიმა გაგვიტანეს.

ტაიმის ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და ორი ლელოც დადეს. მეტოქის ხუთმეტრიანში მოგებული დერეფნის შემდეგ, საინტერესო კომბინაცია გავითამაშეთ. ვასილ ლობჟანიძემ მერაბ შარიქაძე გაგლეჯვაზე შეიყვანა და ბუკას გაჩერება რუმინელთა შედარებით ტანმორჩილმა ღერძებმა ვერ მოახერხეს და მეორე ლელოც დაიდო. თედოს გარდასახვა ისევ ზუსტია.

ჩვენი გუნდის მესამე ლელო კი, ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომელიც ნებისმიერ მაღალი დონის გუნდს შეშურდებოდა. საქართველოს ნაკრების ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა ხაზი ბრწყინვალედ გაჭრა, რომელმაც ნახევარი მოედანი გაიარა, შემდეგ სანდრო თოდუას გაატანა და თოდუამაც ნაკრებში თავისი მორიგი ლელო მიითვალა. თედოს გარდასახვა ისევ ზუსტია.

ტაიმის ბოლოსკენ კი, ისევ შეცდომები დავუშვით. რუმინელები ჩვენივე შეცდომების გამო, ჩვენს ხუთმეტრიანში აღმოჩნდნენ. მიუხეავად იმისა, რომ ვიცოდით რუმინელები მოლს აგვიგორებდნენ, რუმინელთა მოლი ვერ შევაჩერეთ და მათმა კვაჭმაც დაგვამიწა. გარდასხვაც ზუსტი იყო.

მეორე ნახევარი რუმინელებმა კარგად დაიწყოს და მე-60 წუთამდე რუმინელებმა სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს და ჩვენს ნახევარზეც მოგვამწყვდიეს. რუმინელები კონტაქტებში საკმაოდ კარგად მოქმედებდნენ და ჯარიმით სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირეს.

რუმინეთს ლელოს დადებაც შეეძლოთ, როცა მათი მორაგბე თედო აბჟანდასაძეს იოლად გაცდა, მაგრამ მერაბ შარიქაძემ ხუთმეტრიანში საოცარი ბოჭვით საქართველო აშკარა ლელოსგან იხსნა.

მალე, რუმინელებმა ჩათვლის მოედანში შეღწევა კი მოახერხეს, მაგრამ გელა აფრასიძემ თამაშის წესები დაარღვია და ისიც მოედნიდან გაასინბინეს.

ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრებმა ორი კარგი სალელოვე შეტევა გააფუჭა. ჯერ თედო აბჟანდაძემ ჯარიმიდან ბურთი აუტში ვერ გადაიტანა, შემდეგ ხუთმეტრიანში მოლი ვერ შევკარით, მაგრამ დავით ნინიაშვილის საოცარი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მაინც შევძელით მატჩის გარდამტეხი ლელოს დადება. აბჟანდაძის არცთუ კარგი პასის შემდეგ, ნინიაშვილმა ბურთი საოცრად შეინარჩუნა, ორ მბოჭავს დაუსხლტდა და აკაკი ტაბუცაძემ საქართველოს ნაკრებში მეთვრამეტე შეხვეედრაში მეჩვიდმეტე ლელო დადო.

რუმინელებმა მალე ლელოც გაგვიტანეს, მაგრამ თავიანთივე შეცდომით მეტი ვეღარ მოახერხეს და ლევან მაისაშვილის გუნდმა ძალიან მძიმე თამაში მოიგო, მაგრამ ეს მატჩი ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აკადემიამ იუნკერები მეორე ტაიმში გატეხა და ბონუსიც აიღო

საქართველომ მსოფლიოს შესარჩევში პირველი ადგილი გაინაღდა-ცნობილია მსოფლიოზე ჩვენი ჯგუფიც და კალენდარიც