მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს გადაცემის კრიტერიუმები ახლებურად განისაზღვრა.
ჯილდოების გადაცემის წესებს ცვლიან, რათა პრინციპები უფრო გასაგები და გამჭვირვალე გახდეს გულშემატკივრებისთვის.
პირველ რიგში ამიერიდან გაითვალისწინებენ ფეხბურთელების შედეგებს არა კალენდარული წლის, არამედ სეზონის მიხედვით. ამიტომაც მომდევნო „ოქროს ბურთს“ გადასცემენ 2021/22 წლების სეზონის მიხედვით.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებს კი (2022 წლის დეკემბერში იმართება) 2023 წელს გადასაცემი „ოქროს ბურთისას“ გაითვალისწინებენ.
მეორე – ხმის მიცემას შეძლებენ მხოლოდ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ფიფას რეიტინგში ტოპ 100 -ში შედიან.
მესამე – მთავარი კრიტერიუმი ინდივიდუალური მიღწევები გახდება და არა გუნდური ჯილდოები. ტიტულები და გუნდური ასპარეზობა მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება, შემდეგ ჩათვლიან ფეხბურთელის კლასს და მის ფეირ-პლეის პრინციპებს.
მოგეხსენებათ, ბოლოს „ოქროს ბურთი“ ლეო მესის მისცეს, რაც სალაპარაკო გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings