ბერგამოს „ატალანტას“ გულშემატკივრები ტრადიციას ამკვიდრებენ – აჩვენებენ ბანერს, რომელიც უკრაინელი რუსლან მალინოვსკისა და რუსი ალეკსეი მირანჩუკის თბილ ურთიერთობებს ასახავს.
პირველად ბანერი კლუბის ბაზაზე შეამჩნიეს. გუშინ კი ის ლევერკუზენის „ბაიერთან“ ევროპა ლიგის მატჩზე (3:2), ტრიბუნებზეც გამოფინეს.
„ატალანტას“ მწვრთნელმა ჯანპიერო გასპერინიმაც ისაუბრა ამ თემაზე თამაშის შემდეგ:
„მალინოვსკი და მისი ოჯახი ახლა ძალიან რთულ ვითარებაში არიან.
მირანჩუკსა და მალინოვსკის არაჩვეულებრივი მეგობრობა აქვთ. ადამიანები უფრო მნიშვნელოვანია დროშებსა და და საზღვრებზე“.
GIPHY App Key not set. Please check settings