მოგეხსენებათ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უკრაინასა და რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს ამ ქვეყნების დატოვების უფლება მისცათ.
უკრაინიდან საქართველოშია ჩამოსული 21 წლის გიორგი წიტაიშვილიც, რომელიც კიევის “დინამოს” საკუთრებაა და იჯარის წესით ოდესის “ჩერნომორეცშია” განათხოვრებული.
ჩვენი ინფორმაციით, წიტაიშვილსა და თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება, რომ წიტაიშვილმა უკრაინის ჩემპიონატის აღდგენამდე საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბში ითამაშოს.
წიტაიშვილი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონია და ფინალში გოლიც აქვს გატანილი. მან საქართველოს მოქალაქეობა შარშან მიიღო და ჩვენს ნაკრებშიც არაერთი მატჩი ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings