ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ტრიუმფალურად იასპარეზეს. 10 წონითი კატეგორიიდან 7-ში ქართველი იყო ფინალში.
ევროპის ჩემპიონები გიორგი შოთაძე, დიეგო ჩხიკვაძე, გიორგი ჩხიკვაძე და გიორგი ქაცანაშვილი გახდნენ.
გიორგი შოთაძემ ფინალში აზერბაიჯანელი ზია ბაბაშოვი 3:0 დაამარცხა.
ოქროს მედალს დაეუფლა დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ). დიეგომ ფინალში თურქი კამილ კადარი 3:2 დაამარცხა.
ოქროს მედლის მფლობელი გახდა გიორგი ჩხიკვაძემ. მან ფინალში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში თურქი აბდულაჰ ტოპრაკი 7:5 დაამარცხა.
მეოთხე ოქროს მედალი კი, საქართველოს გიორგი ქაცანაშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ავსტრიელი მარკუს რაგინერი 5:3 დაამარცხა.
ვერცხლის მედლებს დავით სოლოღაშვილი, ირაკლი ძიმისტარიშვილი და ბექა გურული დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედალს კი გიორგი ცოფურაშვილი დაჯერდა.
GIPHY App Key not set. Please check settings