in ,

მთელი ყურადღება მადრიდისკენ: მესი და ნეიმარი ისევ vs რეალი, მბაპე იქნებ თავის მომავალს ხვდება

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვევა. უფრო სწორედ ერთი, რადგან “სიტი” გასულია და არ სჭირდება ამას ფორმალობის დაცვა. აი ორი გიგანტის და ფინალის ტოლფას დაპირისპირებას კი ყველა მოუთმენლად და განსხვავებული პროგნოზით ელის.

რეალი – პსჟ

პარიზიდან მადრიდში: მეტი დაძაბულობა, ემოცია და 90 წუთი (ან სულაც მეტი), რომელსაც მსოფლიო ელოდება.
მადრიდელები განმეორებით დაპირისპირებას კარგ ხასიათზე ხვდებიან. „სამეფო კლუბმა“ ლა ლიგის ბოლო ტურში „სოსიედადი“ 4:1დაამარცხა და ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობენ. რაც შეეხება პარიზულ გრანდს, ლიგა 1-ში ყველაფერი განაღდებული აქვს – სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. თუმცა ბოლო ტურში ფეხბურთელებმა ცოტა დაისვენეს და სტუმრად „ნიცასთან“ 0:1 წააგეს.

დანაკლისი

„რეალს“ საკადრო პრობლემები აქვს. დისკვალიფიკაციის გამო მადრიდულ გრანდს კაზემირო და მენდი არ ეყოლება. მაგრამ ეს რა არის იმ კითხვის ნიშანთან, რაც პარიზელებს აქვთ – კილიან მბაპე. მან ვარჯიშზე ტერფი დაიზიანა, თუმცა მისი თამაშის ალბათობა მაინც არის. ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო სერხიო რამოსმა, გუნდს ასევე ერერა და კურჟავა ვერ დაეხმარებიან.

სავარაუდო შემადგენლობა

რეალი: კურტუა; კარვახალი, ედერ მილიტაო, ალაბა, ნაჩო; მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე; ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი

პსჟ: ნავასი; ჰაკიმი, მარკინიოსი, კიმპემბე, ნუნო მენდესი; გუიე, ვერატი, დანილო; მესი, მბაპე, ნეიმარი

ურთიერთშეხვედრები
ბოლო 10 მატჩი

რეალი – 5 მოგება
პსჟ – 3 მოგება
2 – ფრე

ჩემპიონთა ლიგა. 16.02.2022
პსჟ – რეალი 1:0

ჩემპიონთა ლიგა. 27.11.2019
რეალი – პსჟ 2:2

ჩემპიონთა ლიგა. 18.09.2019
პსჟ – რეალი 3:0

ჩემპიონთა ლიგა. 06.03.2018
პსჟ – რეალი 1:2

ჩემპიონთა ლიგა. 14.02.2018
რეალი – პსჟ 3:1

International Champions Cup. 28.07.2016
რეალი – პსჟ 1:3

ჩემპიონთა ლიგა. 03.11.2015
რეალი – პსჟ 1:0

ჩემპიონთა ლიგა. 21.10.2015
პსჟ – რეალი 0:0

ამხანაგური მატჩი. 02.01.2014
პსჟ – რეალი 0:1

ამხანაგური მატჩი. 27.07.2013
პსჟ – რეალი 0:1

ფაქტები

„რეალი“ ბოლო 3 მატჩია იგებს.

პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 6 მატჩიდან 5-ში არ აგებს.

ბოლო 5 მატჩში „რეალი“ საშუალოდ 0.4 გოლს უშვებს.

„რეალი“ ბოლო 3 მატჩში გოლს იტანს.

„რეალს“ ბოლო 5 შეხვედრაში საშუალოდ 1.6 გოლი გააქვს.

პსჟ ბოლო 5 მატჩში საშუალოდ 1 გოლს უშვებს.

პსჟ ბოლო 3 მატჩში გოლს უშვებს.

ბოლო 5 მატჩში პსჟ საშუალოდ 1.2 გოლს იტანს.

This image has an empty alt attribute; its file name is HE25258Thumb9-1024x548.jpg

კომენტარები

კარლო ანჩელოტი:
„ასეთ მატჩებში ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მენტალური მდგომარეობაა. გუნდი კარგ ფორმაშია და გულშემატკივრების წინაშე თამაში ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა.
მე თვითონ ფეხბურთელი ვიყავი და არასდროს მსურს ვინმემ ტრავმა მიიღოს, თუნდაც ის მოწინააღმდეგე გუნდში თამაშობდეს.
არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება მბაპეს გარშემო. ჩვენ ისე მოვემზადებით, რომ მის თამაშს არ გამოვრიცხავთ, თუმცა ტაქტიკას მხოლოდ კილიანზე არ ავაწყობთ. პარიზელებს მესი და ნეიმარიც ჰყავთ. ჩვენი გეგმა 90 წუთი ინტენსიურად თამაშია. ასეთი დონის მატჩში, თუ ფეხბურთელი 100%-ით მზად არ არის, ვერ ითამაშებს. მაგალითად, თუ კროოსი 95%-ით იქნება მზად, მისი თამაში გამორიცხულია“.

მაურისიო პოჩეტინო:
„პირველ რიგში პასუხისმგებლობა იმაზე უნდა ავიღოთ, რომ პარიზში გამართული მატჩის შედეგი შევინარჩუნოთ. დიდ პატივს ვცემთ „რეალს“, კლუბს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 13-ჯერ მოიგო. მიუხედავად ამისა, ჩვენ არაფრის გვეშინია. მადრიდშიც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.

სიტი – სპორტინგი

„სიტიმ“ ინტრიგა პორტუგალიაში მოკლა. პორტუგალიელები ალბათ პრესტიჟის აღდგენას თუ შეეცდებიან, რაც ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. მით უფრო როცა გუნდში იდეალური განწყობა არ არის. რაც შეეხება „სიტის“, გუნდი საუცხოოდ გამოიყურება, რაც მანჩესტერულ დერბიშიც გამოჩნდა

დანაკლისი

გვარდიოლას გადაწყვეტილებით თამაშში მონაწილეობას კანსელო არ მიიღებს. ტრამვის გამო მატჩს გამოტოვებენ აკე და რუბენ დიაში. სტუმართა გუნდს ვერ დაეხმარება ბრაგანკა, მათეუსი, პალინლა და პედრო გონსალვეში.

სავარაუდო შემადგენლობა

სიტი: ედერსონი; სტოუნსი, ფერნანდინიო, ლაპორტი, ზინჩენკო; ბერნარდო სილვა, როდრი, გიუნდოგანი; სტერლინგი, ჟესუსი, გრილიში

სპორტინგი: ადანი; ინასიო, კუცი, ფედალი; პედრო პორო, უგარტე, ესუგო, მათეუს რეისი; სარაბია, სლიმანი, ნუნო სანტოსი

კომენტარები

პეპ გვარდიოლა:
„ორი-სამი სეზონის წინ, პორტუგალიაში მხოლოდ „პორტო“ და „ბენფიკა“ დომინირებდნენ. თუმცა სწორმა მენეჯმენტმა და სწორი ადამიანების მუშაობამ შედეგი გამოიღო და ისინი ჩემპიონები გახდნენ. მე ვაფასებ მათ მუშაობას. პორტუგალიაში ნაჩვენები 5:0 გუნდებს შორის სხვაობას არ ასახავს, უბრალოდ, ჩვენ სწრაფად შევძელით გოლების გატანა“.

რუბენ ამორიმი:
“ჩვენი პასუხისმგებლობაა ბოლომდე ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. “სიტისთან” ძალიან რთულია ბურთის ხელში ჩაგდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ბურთი უფრო მეტად ჩვენ გვექნება. უბურთოდ თამაში უნდა გამოვასწოროთ. შედეგი დიდხანს უნდა დავტოვოთ ღიად, რაც ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება”.

ფაქტები

„სპორტინგი“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 6 მატჩს არ აგებს სტუმრად.

ბოლო 5 მატჩში „სპორტინგი“ საშუალოდ 1.4 გოლს იტანს.

„სპორტინგს“ ბოლო 4 შეხვედრაში გოლი გააქვს.

ბოლო 5 მატჩში „სიტი“ საშუალოდ 0.8 გოლს უშვებს.

ბოლო 5 თამაშში „სპორტინგი“ საშუალოდ 1.6 გოლს უშვებს.

„სიტი“ ბოლო 26 მატჩში იტანს.

ბოლო 5 მატჩში „სიტი“ საშუალოდ 2.8 გოლს იტანს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეიშვილს აპრილში ელიან: ოთო ნაკრებს გამოტოვებს

ესპანური მედია კვარაცხელიას რუსეთიდან და უკრაინიდან წამსვლელ ფეხბურთელთა საუკეთესო ათეულში აყენებს: ხვიჩა წადი!