ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “Mundo deportivo”-მ უკრაინიდან და რუსეთიდან სავარაუდოდ წამსვლელ ფეხბურთელთა საუკეთესო ათეულს აქვეყნებს, რომელთა შორისაც ქართული ფეხბურთის გამორჩეული ტალანტი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაცაა.
ხვიჩა საუკეთესო ათეულში მეშვიდე ადგილზეა.
“ხვიჩას შეუძლია როგორც გარემარბად, ისე შემტევ ნახევარმცველად თამაში. ის საქართველოს დიდი იმედი და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ტალანტია. მან საკუთარი ნიჭის ჩვენება ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩშიც მოახერხა”, – წერს ესპანური გამოცემა.
მოგეხსენებათ, უკრაინა რუსეთის საომარი მოქმედების გამო მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამ ორ ქვეყანაში მოთამაშე ლეგიონერებსა და მწვრთნელებს კონტრაქტის გაწყვეტის საშუალება მისცა.
უკვე ოფიციალურად: ფიფამ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მისცა
GIPHY App Key not set. Please check settings