in

შენგელია ბარსელონაში?

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც მოსკოვის ცსკა პროტესტის ნიშნად დატოვა და იტალიურ “ვირტუს ბოლონიას” შეუერთდა, ზაფხულში შესაძლოა “ბარსელონას” კალათბურთელი გახდეს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, შენგელია ზაფხულამდე ბოლონიაში 600 000 ევროს გამოიმუშავებს და შემდეგ ესპანურ გრანდთან მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

30 წლის ქართველი ფორვარდისთვის ესპანეთი უცხო ქვეყანა არ არის. ის 2014-2020 წლებში “ბასკონიას” ღირსებას იცავდა და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. ასევე იგი 2019 წლის ლიგა ენდესას გიგანტად დაასახელეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თუ ფიქრობ, რომ გასული ხარ, ვერ გახვალ – ლიგაზე განმეორებითი მატჩები იწყება

ეს მაწყობს: ზოგჯერ წაგება წაგება არ არის – დაუნდობლები