in

ვიქტორ სანიკიძე: დიდებული კალათბურთელი დაიმატეთ – თოკო საუკეთესო ადგილას მოხვდი

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას იტალიურ “ვირტუს ბოლონიაში” გააგრძელებს. ქართველი ფორვარდი გუნდში მინიმუმ ზაფხულის ბოლომდე დარჩება და შემდეგ კონტრაქტის გახანგრძლივება იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა “ვირტუსი” ევროლიგაზე მოხვედრას.

“ვირტუსი” იალიის სუპერთასის და ევროქაფის მოქმედი გამარჯვებულია. წელს, იტალიის ჩემპიონატში გუნდი მე-2 ადგილზეა და პირველადგილოსან მილანის “ოლიმპიას” მხოლოდ 1 ქულით ჩამორცება.

ბოლონიურ გუნდში თოკოს გარდა, ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ, როგორებიც მილოშ ტეოდოშიჩი და მარკო ბელინელი არიან.

2009-12 წლებში “ვირტუსის” ღირსებას “მფრინავ ვიქტორად” წოდებული და ამჯერად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე იცავდა. სანიკიძემ სოციალურ ქსელში ყოფილ გუნდს თორნიკეს ტრანსფერი მიულოცა.

“გილოცავთ დიდებული კალათბურთელის დამატებას. ნამდვილი მებრძოლი, მშრომელი, ლიდერი და კარგი ადამიანი მთელი გულით. წინ “ვირტუს”.
თოკო მსოფლიოში საუკეთესო ადგილას მოხვდი”, – წერს ვიქტორ სანიკიძე სოციალურ ქსელში.

საინტერესოა, რომ სანამ “ვირტუსის” საიტი თორნიკეს ტრანსფერს გააოფიციალურებდა, ვიქტორ სანიკიძის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “გაგრძელება იქნება”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორი ოქროს შანსი: შოტაძე და სოლოღაშვილი ფინალში არიან

ბაჩო ხურციძე: იტალიასთან მატჩი დადასტურებულია – რუსეთის ბედი 10 მარტს გაირკვევა