in

19 წლის ქართველი ჩოგბურთელის ჩელენჯი უკრაინის დასახმარებლად

19 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე უკრაინის დასახმარებლად ჩელენჯს იწყებს.

ფურცელაძე ამჟამად ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხშია, სადაც მალე ITF-ის ტურნირზე ითამაშებს. ფურცელაძე გამოდის ინიციატივით, რომ ამ ტურნირზე მის მიერ მოწოდებულ თითოეულ ეისზე უკრაინის დასახმარებელ საქველმოქმედო ფონდში 5 დოლარს გადარიცხავს.

ფურცელაძე შარმ ელ შეიხი ძირითადი ბადის 1-ელ წრეში ჩეხ პეტრ ჰაიეკს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ საბა და ჰაიეკი წყვილთა თანრიგში ერთად გამოდიან, სადაც 1-ლი წრის შეხვედრა წარმატებით გაიარეს – ქართულ-ჩეხურმა დუეტმა ტურნირიდან ასპარეზობას ჩემპიონატზე მე-4 ნომრად განთესილი ჩეხური წყვილი, ფილიპ დუდა და ონდრეჟ ჰორაკი გამოთიშა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მარსელიდან საგარეჯოში: საფრანგეთის ჩემპიონი გარეჯში ითამაშებს

ჩაკვეტაძე ძირითადშია:უყუყურეთ მატჩს ჩვენთან