საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი საგარეჯოს “გარეჯი” გამოცდილი და საინტერესო ფეხბურთელით გაძლიერდა.
“გარეჯის” ღირსებას 32 წლის ფრანგი თავდამსხმელი გი კასა გნაბუიუ დაიცავს, რომელსაც 2009 წელს საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებში უთამაშია და 2010 წელს კი საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა (“მარსელის” შემადგენლობაში).
მარსელის “ოლიმპიკის” გარდა ბერძნულ “ირაკლისსა” და სხვა ევროპულ გუნდში აქვს კარიერა გატარებული.
GIPHY App Key not set. Please check settings