ავტორიტეტულმა საფეხბურთო გამოცემა sofascore-მა ევროპის top 5 ლიგაში მოთამაშე 21-წლამდე ფეხბურთელებისგან შემდგარი თებერვლის თვის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
სიმბოლურ 11-ეულში მოხვდა ესპანური “ვალენსიას” და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი. 21 წლის ქართველი მეკარე აღნიშნულ გუნდში ისეთი ვარსკვლავების გვერდითაა, როგორებიც ფილ ფოდენი და ვინისიუს ჟუნიორი არიან.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრა ჩაატარა და 4-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
ხვალ, “ვალენსიას” უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს. კოპა დელ რეის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში “ვალენსია” ბილბაოს “ატლეტიკს” უმასპინძლებს. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ მატჩში ბორდალისის გუნდის კარს ქართველი დაიცავს.
GIPHY App Key not set. Please check settings