in

ქართველი მორაგბე კიევს იცავს

ლეგენდარული ქართველი მორაგბე დიმიტრი ბასილაია, რომელიც უკრაინული სარაგბო კლუბ “ეპოქა-პოლიტექნიკის” მთავარი მწვრთნელია, ამჟამად თავის გუნდთან ერთად კიევს იცავს.

“ყველა ვიცავთ დედაქალაქს. გუნდში ვისაც საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა ფრონტზეა, დანარჩენები ქალაქში ვპატრულირებთ”, – ამბობს დიმიტრი ბასილაია popsport-თან საუბრისას.

დიმიტრი ბასილაია ფოთელია. მან ბორჯღალოსნების რიგებში 33 მატჩი ჩაატარა და 5 ლელო მიითვალა. მათ შორის ყველაზე მეტად გამორჩეულია მისი ლელო 2011 წლის ახალი ზელანდიის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ. ბასილიაია პირველი ქართველი მორაგბეა, რომელმაც pro d2-ში ითამაშა. ის “ედინბურგის” ღირსებას იცავდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვაკომ პენალტი გააფუჭა, მაგრამ გამარჯვების გოლი გაიტანა

ხარკოვის დაცვისას 19 წლის უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა