დღეს, სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაი” “სუვონს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო. ყაზაიშვილმა 52-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ 67-ე წუთზე თავისი გოლი მაინც შეაგდო და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.
ყაზაიშვილმა გოლი უკრაინას მიუძღვნა. “ულსან ჰიუნდაის” 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
GIPHY App Key not set. Please check settings