ბერძნული მედიის (“გაზეტა”, “მონობალა”) ცნობით, ლუკა გუგეშაშვილის გადაბირებით ბერძნული ფეხბურთის გრანდი პაოკ-ია დაინტერესებული. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 25 წლის მეკარე ამ დროისთვის იქაური სუპერ ლიგის კლუბ “პანსერაიკოსის” ღირსებას იცავს და ერთმანეთის მიყოლებით ატარებს შესანიშნავ მატჩებს.
კარგი ის არის, რომ ბერძნული სპორტული მედიის ცნობით, გუგეშაშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება პაოკში გადასვლას, თუ მას ამ ტრადიციულ კლუბში პირველი მეკარის სტატუსი ექნება. ამ დროისთვის პაოკ-ის მეკარე ხორვატი დომინიკ კოტარსკია, ვისაც რამდენიმე დიდი ევროპული კლუბი უტრიალებს.
დიდი ალბათობით, ტრანსფერის თემა უფრო ზაფხულში იქნება აქტიური, როცა კოტარსკის მსურველები სიტყვიდან საქმეზე გადავლენ, თუმცა არც ახლაა რამე გამორიცხული…
lelo.Ge
GIPHY App Key not set. Please check settings