in

მურსიამ ქართველი მეკარე აიყვანა

ესპანეთში კარერას კიდევ ერთი ქართველი გააგრძელებს – რანგით მესამე ლიგის გუნდში, „რეალ მურსიაში“ (პრიმერა RFEF – ჯგუფი 2) 19 წლის ქართველი მეკარე საბა ქაჯაია ჩაირიცხა – საქართველოს პირველ არხთან ამის შესახებ ქართველმა მენეჯერმა, ილია სარალიძემ განაცხადა.

ტრანსფერი სააგენტო Khalena sport-მა განახორციელა, რომელსაც წარმოადგენენ ანტონიო ლოპესი, ლევან სარალიძე და ილია სარალიძე – მენეჯერები, რომლებიც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ გადასვლაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

„საბა მარტვილის „მერანის“ აღზრდილია. 19 წლის მეკარე ტანმაღალია (194 სმ). მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არ უთამაშია, მაგრამ კანდიდატი იყო და 19-წლამდელებში ერთხელ გამოიძახეს.

იგი ესპანეთში ზაფხულში წავიყვანეთ და „რეალ მურსიაში“ ამ დროიდან ვარჯიშობს, მაგრამ მაშინ ტრანსფერის გაფორმება ვერ მოხერხდა, მთავარ გუნდში მხოლოდ ამხანაგური თამაშებით კმაყოფილდებოდა და ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნას ელოდა. ახლა კი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და უკვე შეუძლია, ოფიციალური შეხვედრები ჩაატაროს გუნდში, რომელიც პრიმერა RFEF-ში მეორე ადგილზეა და ლა ლიგა 2-ის პლეი ოფის ზონაშია.

ფსიქოლოგიურად ისეთი ძლიერი და გაწონასწორებული ადამიანია, „მურსიაში“ ყველას თავი შეაყვარა, ამბობენ, რომ პირველ გუნდში სათამაშოდ მზად არის. ანტონიო ლოპესი, რომელიც „ვალენსიაში“ მამარდაშვილის ტრანსფერში მონაწილეობდა, თვლის, რომ საჯაია დიდი პერსპექტივის მქონე გამორჩეული ტალანტია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ილია სარალიძემ.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა პარიზში ჩადის, რა თქვა ლუის ენრიკემ

ბუდუს საგოლე პასი, მონაწილეობა კიდევ ერთ გოლში და ფრე ბრემენში