NBA-ში გოგა ბითძის “ინდიანა პეისერსი” “ორლანდო მეჯიქს” ესტუმრა და 103:119 დამარცხდა.
ქართველმა საკმაოდ ბევრი, 21 წუთი ითამაშა და 11 ქულა (4/5, 2/3 სამქულიანი), 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2-იც დაფარება მოაგროვა.
“ინდიანა” და “ორლანდო” 3 მარტს ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.
“პეისერსი” 21 მოგებითა და 42 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.
GIPHY App Key not set. Please check settings