ამდენი ხანია ქართული ფეხბურთის თითოეული გულშემატკივარი სულმოუთქმენლად ელის იმ დღეს, როცა ქართული ფეხბურთის გამორჩეული ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთს დატოვებს.
ყაზანის “რუბინი” ხვიჩას სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს და უცხოური კლუბები ამ თანხის გადახდას ერიდებიან, მაგრამ შესაძლოა ქართველს ყაზანური გუნდის დატოვება უფასოდაც შეეძლოს.
საქმე ისაა, რომ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს წერილით მიმართა, რომ უკრაინა-რუსეთის საომარი მოქმედებებისა და იმ სერიოზული სანქციების გამო, რომელიც რუსულმა ფეხბურთმა უეფასგან და ფიფასგან მიიღო, რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს მიეცეთ საშუალება რუსულ კლუბებთან კომპენსაციის გარეშე გაწყვიტონ კონტრაქტი.
“ჩვენი ასოციაცია მოუწოდებს მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დღევანდელი მდგომარეობის გადაწყვეტილებით რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს მიეცეთ კონტრაქტის გაწყვეტის საშუალება”, – წერია Fifapro-ს განცხადებაში.
მოკლედ, ეს საკითხი განხილვის პრიცესშია და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
GIPHY App Key not set. Please check settings